საკონსულტაციო ცენტრი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მიიღონ უფასო კვალიფიციური რჩევები  საბანკო პროდუქტების პირობებისა და პროცედურების შესახებ.

საკონსულტაციო ცენტრი ორი მიმართულებით მუშაობს:

  • განაცხადების მიღება - მომხმარებლებს საშუალება აქვთ ცხელი ხაზის (240 05 05) და სოციალური მედიის საშუალებით  დაუკავშირდნენ ორგანიზაციას, მიიღონ სატელეფონო კონსულტაცია ან/და ჩაეწერონ მიღებაზე ორგანიზაციის საბანკო პროდუქტების ექსპერტთან.
  • შეხვედრები რეგიონებში - ეტაპობრივად მოეწყობა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში.  შესაბამისად, მათ გაეწევათ კვალიფიციური ფინანსური და იურიდიული კონსულტაცია.

საკონსულტაციო ცენტრი მუშაობს ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-დან  18:00 საათამდე.