„რჩევები მომხმარებლებს“ ტელეკომპანია რუსთავი 2-ისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ერთობლივი პროექტია. ყოველ ორშაბათს, გადაცემა სხვა შუა დღეში, საზოგადოებას საშუალება აქვს სხვადასხვა საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ სასარგებლო რჩევები მიიღოს. (მაგალითად რა არის ე.წ შავი სია და პრობლემური სესხები? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება საბანკო ხელშეკრულების გაფორმების დროს და სხვა).
გადაცემის თანაწამყვანები ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე და საბანკო პროდუქტების ექსპერტი დავით კიკვიძე არიან.