„საზოგადოება და ბანკების“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რომ საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 50%-ზე მეტი მეზობელ ქვეყნებზე მოდის. დსთ-ს ქვეყნებიდან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიცების წილმა 2015 წელს 40%-ს გადააჭარბა, რუსეთიდან ფულადი გზავნილების წილი 40%-ს,ხოლო ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორები მთლიანი საერთაშორისო ვიზიტორების 90%-ს აღწევს.

კვლევის მიხედვით შესაძლებელია ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე მაღალია. ეს იწვევს საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფერხებას, რეგიონში წარმოქმნილი პრობლემების ფონზე.

 „საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ საქართველოს მაღალი დამოკიდებულება რეგიონის ქვეყნებზე განაპირობებს ჩვენი ეკონომიკის ზრდის შეფერხებას, ვინაიდან რეგიონში არ არის სტაბილური მდგომარეობა. იმისათვის რომ შემცირდეს დამოკიდებულება ამ ქვეყნებზე საჭიროა:

  • ევროკავშირთან ვაჭრობის წახალისება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში
  • ჩვენი წარმოებული საქონლისა და მომსახურებისათვის ახალი გასაღების ბაზრების მოძიება
  • საქართველოს როგორც ტურისტული ქვეყნის გაცნობა ევროკავშირის და სხვა ქვეყნებისათვის

ამ გზით მოხდება ეკონომიკის დივერსიფიცირება და რეგიონში წარმოშობილი უარყოფითი ფაქტორებისგან მოსალოდნელი შედეგების მინიმიზაცია.

გაეცანით კვლევას მიმაგრებულ ფაილში

"საზოგადოება და ბანკების" მიერ ჩატარებული ყველა კვლევა იხილეთ ამ ბმულზე