ეკონომიკური მედია სკოლა საქართველოს ბანკის სათავო ოფისს ესტუმრა. ჟურნალისტებს პირადად ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ უმასპინძლა. მან მიმოიხილა საქართველოს ეკონომიკა და საბანკო სექტორი. კახა კიკნაველიძემ ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და სხვადასხვა რეგულაციებსაც შეეხო. საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. ეკონომიკური მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. მსმენელები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლიან. მედია სკოლა, სასწავლო კურსის განმავლობაში, სხვა მოწვეულ სტუმრებსაც უმასპინძლებს.