საზოგადოება და ბანკები  ეკონომიკური მედია სკოლის მეთხუთმეტე ნაკადის მიღებას იწყებს!

ტრენინგებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი -  გიორგი ბაქრაძე ჩაატარებს. ეკონომიკურ მედია სკოლას მოწვეული სტუმრებიც ეყოლება.

ეკონომიკური მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. სასწავლო კურსი, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება, უფასოა და მისი დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

ლექციები, ტრადიციულად პირისპირ ჩატარდება, თუმცა მიმდინარე პანდემიური პროცესების გამო, სავალდებულო მოთხოვნა იქნება, რომ მედია სკოლის შერჩეული მონაწილე იყოს აცრილი, ან უახლოესი 4 თვის განმავლობაში ჰქონდეს გადატანილი კოვიდ-19.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე -  info@sab.ge, 2021 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით. 

ეკონომიკური მედია სკოლა ხორციელდება ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით.