ეკონომიკური მედია სკოლის მეჩვიდმეტე ნაკადის მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ. სასწავლო კურსი 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მისი მიზანი ჟურნალისტებისთვის ფინანსური და ეკონომიკური განათლების ამაღლება იყო. ტრენინგებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი - გიორგი ბაქრაძე და მოწვეული სპიკერები ატარებდნენ.
მედია სკოლის მე-17 ნაკადი 21 მსმენელისგან შედგებოდა და ჟურნალისტებმა ეკონომიკის საფუძვლები სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლეს.
პროექტი ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.
შემდეგი ნაკადის მიღებას ეკონომიკური მედია სკოლა გაზაფხულზე დაიწყებს.