„საზოგადოება და ბანკები“-ს ეკონომიკურ მედია სკოლაში სწავლა დაიწყო. მეთვრამეტე ნაკადში 17 მსმენელია, რომლებიც სხვადასხვა მედიასაშუალებას წარმოადგენენ. ტრენინგებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე გაუძღვება. სკოლას მოწვეული სტუმრებიც ეყოლება. მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. მსმენელები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლიან. სასწავლო კურსი, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება, უფასოა და მისი დასრულების შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ. პროექტს „საზოგადოება და ბანკები“ ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს.