ბოლო დროს გახშირდა კიბერთაღლითობის შემთხვევები ახალი სქემით: ბანკის მომხმარებლებს ეგზავნებათ სმს შეტყობინება, რომელიც სხვადასხვა სერვისის გადახდის დავალიანებას ატყობინებს. მაგალითად: NETFLIX გადასახადი ან საქართველოს ფოსტის სერვისის გადასახადი. მომხმარებელი გადადის ყალბ ბმულზე, შეჰყავს პირადი ინფორმაცია და ეხვევა მახეში, რადგან ბარათის მონაცემების გაზიარებისას კიბერთაღლითი მონაცემებს იპარავს. ამის შემდეგ ის მოპარული ბარათის მონაცემებს ამატებს Apple/Google Pay wallet-ში, რა დროსაც მომხმარებელს ეგზავნება სმს კოდი ოპერაციის დადასტურებისთვის. სამწუხაროდ მომხმარებელი ამ კოდსაც აზიარებს. კიბერდამნაშავე კი ვოლეტში დამატებული ბარათით ახორციელებს გადახდებს პოს ტერმინალზე ან ელექტრონულ კომერციაში, ვებგვერდზე გადახდით. რა რჩევები უნდა გავითვალისწინოთ ასეთ დროს:
• არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულზე
• დააკვირდით ბმულს! როგორც წესი, ოფიციალური აპლიკაციის/ვებგვერდის სიმბოლოებში განსხვავებაა
• თავად აკრიფეთ მისამართი და დააკვირდით ბოქლომს (უნდა იყოს დახურულ მდგომარეობაში)
• არასდროს გაუზიაროთ არავის პირადი საბანკო მონაცემები და ერთჯერადი კოდი