„საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკური მედია სკოლის მსმენელებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი - გიორგი ქადაგიძე შეხვდა. ლექციის მთავარი თემა საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობა და გამოწვევები იყო. შეხვედრის დასასრულს, ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა.
მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. მსმენელები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსის მიხედვით სწავლობენ.
ეკონომიკური მედია სკოლის პროექტს, „საზოგადოება და ბანკები“ ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს.