საზოგადოება და ბანკები ეკონომიკური მედია სკოლის საიუბილეო, მეოცე ნაკადის მიღებას იწყებს. ტრენინგებს ეკონომისტი გიორგი ბაქრაძე ჩაატარებს. ეკონომიკურ მედია სკოლას მოწვეული სტუმრებიც ეყოლება. სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური და ეკონომიკური განათლების ამაღლება. სასწავლო კურსი, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება, უფასოა და მისი დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ. დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე - info@sab.ge, 2024 წლის 14 აპრილის ჩათვლით. ეკონომიკური მედია სკოლის მხარდამჭერია ლიბერთი ბანკი.