ეკონომიკურმა კრიზისმა და ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ წინა თვეებში გარკვეული პრობლემები საბანკო სექტორსაც შეუქმნა. თუმცა, 1 აგვისტოს მდგომარეობით აშკარა ზრდა აღინიშნება. მნიშვნელოვანი ინდიკატორები, რომელიც განსაზღვრავს საბანკო სექტორის სტაბილურობას 1 აგვისტოს მდგომარეობით გაუმჯობესებულია. მართალია ტურისტულმა სეზონმა ლარის გამყარება ვერ შეძლო, თუმცა საბანკო სექტორზე მაინც დადებითი გავლენა იქონია. მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბანკო სექტორი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებული და სტაბილური ინდუსტრიაა, რომელმაც საკმაოდ ძლიერ კრიზისებს გაუძლო. მიმდინარე ეტაპზე დაფიქსირებული ზრდის ტემპი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ გასულ თვეებში დაფიქსირებული პრობლემების მიუხედავად, მცირე ეკონომიკური შოკები საბანკო სექტორის სტაბილურობაზე განსაკუთრებულ ზეგავლენას ვერ მოახდენს.
საბანკო სექტორის მიმოხილვის სრულ სახეს გაეცანით მიმაგრებულ ფაილში .
"საზოგადოება და ბანკების" მიერ ჩატარებული ყველა კვლევა იხილეთ ამ ბმულზე.