ეკონომიკურმა კრიზისმა და ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ წინა თვეებში გარკვეული პრობლემები საბანკო სექტორსაც შეუქმნა. თუმცა ივლისი-სექტემბრის მდგომარეობით აშკარა ზრდა აღინიშნება, რასაც ვერ ვიტყვით ოქტომბერზე, მართალია სესხებიც და დეპოზიტებიც გაზრდილია, მაგრამ ძალიან დაბალი მაჩვენებლებით, თუმცა ნოემბერში სიტუაცია გამოსწორდა კომერციული ბანკების ყველა მაჩვენებელში ზრდა აღინიშნა, ასევე აღსანიშნავია რომ პორტფელის ზრდის პარალელურად შემცირდა ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა. მთლიანობაში რომ შევაჯამოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანი ინდიკატორები, რომელიც განსაზღვრავს საბანკო სექტორის სტაბილურობას 1 დეკემბრის მდგომარეობით სტაბილურია. მართალია ტურისტულმა სეზონმა ლარის გამყარება ვერ შეძლო, თუმცა საბანკო სექტორზე მაინც დადებითი გავლენა იქონია. მთლიანობაში საბანკო სექტორი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და სტაბილური ინდუსტრიაა, რომელმაც საკმაოდ ძლიერ კრიზისებს გაუძლო. მიმდინარე ეტაპზე დაფიქსირებული ზრდის ტემპი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ გასულ თვეებში წარმოქმნილი პრობლემების მიუხედავად, მცირე ეკონომიკური შოკები საბანკო სექტორის სტაბილურობაზე განსაკუთრებულ ზეგავლენას ვერ მოახდენს.
საბანკო სექტორის მიმოხილვის სრულ სახეს გაეცანით მიმაგრებულ ფაილში .
"საზოგადოება და ბანკების" მიერ ჩატარებული ყველა კვლევა იხილეთ ამ ბმულზე.