ვადიანი ანაბარი არის მომხმარებლის მიერ ბანკში კონკრეტული ვადით განთავსებული თანხა, რომელსაც ერიცხება ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი. ვადიანი დეპოზიტი იხსნება კონკრეტული ვადით და კონკრეტული თანხით, ხელშეკრულების  მოქმედების პერიოდში კი თანხის დამატება შეუძლებელია. ჩვეულებრივ, სხვა ტიპის დეპოზიტებთან შედარებით, ვადიან ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთები უფრო მაღალია. ვადიანი ანაბარი იხსნება დაახლოებით 3-იდან 24 თვემდე ვადით.